15 ოქტომბერს სეპარატისტულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა ჩატარდება. აფხაზეთი მედიის ინფორმაციით, მეშვიდე საარტილერიო პოლკი და მასთან დაკავშირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები წებელდის პოლიგონზე უკვე გადავიდნენ.
"სამხედროები სამხედრო წვრთნას საბრძოლო სროლაში ჩაატარებენ. სწავლების მიზანი - საარტილერიო მეთაურთა უნარ-ჩვევების სრულყოფა და საველე პირობებში სამხედრო წვრთნების ჩატარების ორგანიზაციაა", _ იუწყება აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.