გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარებას განაგრძობს.
ეკოტურიზმის განვითარება, რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში, ნიშნავს ვიზიტორების რაოდენობის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას, მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებლების დაბრუნებას.
ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
2019 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული ატრაქცია მოეწყო და საერთო ჯამში 2 900 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2020 წელს, დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრების, 100 კმ-მდე ბილიკის და, მინიმუმ, 10 კოტეჯის მოწყობა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. ჯამში, დაახლოებით, 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.