ესპანეთის კინემატოგრაფიის მთავარ დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ახალბედა მსახიობის ჯილდო 84 წლის ბენედიქტა სანჩესს გადაეცა.
აღნიშნული ჯილდო ახალბედა მსახიობმა ფილმში "ცეცხლი მოვა" შესრულებული როლისთვის მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ამ ფილმმა 2019 წლის კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი მიიღო.
"ცხოვრება უამრავ სიურპრიზს გვთავაზობს და ეს მათგან ყველაზე მოულოდნელია, რაც კი ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მქონია", - თქვა სანჩესმა თავის სამადლობელ სიტყვაში.
გოიას დაჯილდოება, რომელსაც სხვაგვარად, "ესპანეთის ოსკარს" უწოდებენ, ქალაქ მალაგაში გაიმართა.
ბენედიქტა სანჩესი 1935 წელს დაიბადა ესპანეთში. 17 წლის ასაკში ის მეუღლესთან ერთად ბრაზილიაში წავიდა ემიგრაციაში, სადაც ფოტოგრაფად მუშაობდა. ბენედიქტა 1979 წელს განქორწინების შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა.