ცოტა ხნის წინ, ლოს ანჯელესში დასრულდა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური დაჯილდოების 62-ე ცერემონიალი.
ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა "გრემის" 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.
ბილი აილიში წლის საუკეთესო მომღერლად დასახელდა. მისმა სიმღერამ " Bad Guy" ორ ნომიაციაში გაიმარჯვა - წლის ჩანაწერი და წლის საუკეთესო სიმღერა.
მისი ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go - წლის საუკეთესო პოპ-მუსიკის ალბომად დასახელდა. აილიშმა კიდევ ერთ ნომინაციაში "წლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი" გაიმარჯვა.
"გრემის" რიგით 62-ე დაჯილდოებაზე გამარჯვებულები 84 კატეგორიაში გამოვლინდნენ.
გრემი, თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.