საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არიადნა შენგელაია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, მსახიობი არიადნა შენგელაია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის სახელით 13 იანვარს, გრიბოედოვის თეატრში, მსახიობის "ვარსკვლავის" გახსნისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოზე არიადნა შენგელაიას საზეიმოდ გადაეცა.