დღეს, 5 ოქტომბერს, აჭარელი ბიზნესმენები ქალაქ ხერსონში დაგეგმილ ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობას რამოდენიმე აჭარული კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას უკრაინელი ინვესტორები ხერსონის რეგიონიდან უკვე სტუმრობდნენ რომელნიც 7 კაციანი დელეგაციით თავიანთი პროგრამის ფარგლებში ბათუმს ეწვივნენ.
შეხვედრაზე ინვესტორები ასოციაციის საქმიანობას გაეცნენ, გაესაუბრნენ ასოციაციის წევრებს და წარმოადგინეს მათი ბიზნეს წინადადებები, რომლის განხორციელებასაც ისინი ბათუმში მომავალში გეგმავენ.