ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს "ოსკარის" 92-ე ცერემონიალი წელსაც, გასული წლის მსგავსად, წამყვანის გარეშე ჩაივლის. ინფორმაცია კინოაკადემიამ მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.
"წლევანდელი ოსკარის ცერემონიალი გამოიყურება ამგვარად, ვარსკვლავები - დიახ, წარმოდგენები - დიახ, სიურპრიზები - დიახ, წამყვანი - არა. გვიყურეთ 9 თებერვალს", - ნათქვამია მოკლე განცხადებაში.
2019 წელს ოსკარის ცერემონიალი 30 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა წამყვანის გარეშე.
"ოსკარის" დაჯილდოების წამყვანი კომიკოსი მსახიობი კევინ ჰართი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით, მსახიობმა ცერემონიის წაყვანაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზი წარსულში მისი ჰომოფობიური განცხადებები გახდა, რომელიც პრესაში დაიბეჭდა.
წელს ოსკარის გადაცემის ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება.