ლოს-ანჯელესში სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" ოქროს გლობუსის დაჯილდოების ყოველწლიური რიგით 77-ე ცერემონიალი დასრულდა.
ნომინაციაში "საუკეთესო დრამა" გაიმარჯვა ბრიტანელი რეჟისორის სემ მენდესის ისტორიულმა ფილმმა "1917", რომელიც პირველი მსოფლიო ომის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. ფილმმა მიიღო კიდევ ერთი ჯილდო "საუკეთესო რეჟისორის" ნომინაციაში.
ხოაკინ ფენიქსმა მიიღო "ოქროს გლობუსი" საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში, ჯოკერის როლის შესრულებისთვის ამავე სახელწოდების ფილმში.
საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის "ოქროს გლობუსი" რენე ზელვეგერს ერგო, რომელმაც ჯუდი გარლენდის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში "ჯუდი" ითამაშა.
კვენტინ ტარანტინოს ფილმმა "ერთხელ ჰოლივუდში" გაიმარჯვა წლის საუკეთესო მიუზიკლისა და კომედიის ჟანრში გადაღებული ფილმის ნომინაციაში. ტარანტინოს ამავე ფილმის სცენარისთვის წლის საუკეთესო სცენარისტის ჯილდო ერგო.
"ერთხელ ჰოლივუდშ" შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის კი ბრედ პიტმა მიიღო "ოქროს გლობუსი".
მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელ ქალად ლორა დერნი აღიარეს, რომელმაც ნოა ბაუმბახის ფილმში "ქორწინების ისტორია" ითამაშა.
დრამის ჟანრში გადაღებულ სერიალში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოქროს გლობუსი" ოლივია კოლმანს გადასცეს, ტელესერიალ "გვირგვინში" შესრულებული როლისთვის.
"ოქროს გლობუსი" კატეგორიაში "საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი" მიიღო სამხრეთკორეულმა კინოსურათმა "პარაზიტები“.
საუკეთესო მინისერიალის ან სატელევიზიო ფილმის კატეგორიაში "ოქროს გლობუსი" HBO-ს "ჩერნობილმა" მიიღო