მუსიკალურ ჯგუფ Nirvana-ს ცნობილ სიმღერაზე Smells Like Teen Spirit შექმნილმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.
სიმღერა 1991 წელს გამოიცა, როგორც ალბომ Nevermind-ის ნაწილი. ოფიციალური ვიდეოკლიპი იუთუბზე 2009 წლის ივნისში გამოქვეყნდა.
ეს არის 90-იან წლებში შექმნილი მეორე ვიდეოკლიპი, რომელმაც ამ რაოდენობის ნახვა დააგროვა. პირველ ადგილს ლეგენდარული როკჯგუფის Guns N' Roses-ის November Rain-ი იკავებს, რომელსაც იუთუბზე 1 284 848 692 ადამიანმა უყურა.