ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენები დასახელდნენ.
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი-ლაშა ტალახაძე.
დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე დასახელდა 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი. ეს ტიტული ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესოები:
2019 წლის წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (გოგონა);
2019 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (ვაჟი);
2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში;
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში;
2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი;
ქალთა სპორტში დასაქმებული 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი;
2019 წლის რეგიონალური ორგანიზაცია;
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი;
2019 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი;
2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია;
ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი;
ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერები;
2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.
ღონისძიებას დაესწრნენ სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.