✅ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად სახელმძღვანელოს მეოთხე გამოცემა მოამზადა.
✅სახელმძღვანელო ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი.
განახლებული სახელმძღვანელოს საშუალებით დაინტერესებული პირები ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ, რაც მათ სწორი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას მისცემს. სახელმძღვანელოს მეოთხე გამოცემაში განახლდა არსებული და დაემატა ახალი თავები, რომელიც მრავალ სიახლესთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს როგორიცაა:
• ტურიზმის ინდუსტრიის კვლევის გამოყენება ბიზნესში
• ტურიზმის ეკონომიკური ეფექტები
• დანიშნულების მართვის ორგანიზაცია
• ტურიზმის სტრატეგიული დოკუმენტები
• ჯანმრთელობის ტურიზმი
✅სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია სრულიად უფასოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში https://bit.ly/34RTZuI ხელმისაწვდომია.
დაბეჭდილი ვერსიის მიღება კი შესაძლებელი იქნება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში.