26 დეკემბერს, 17: 00 საათზე სასტუმრო ,, რადისონ ბლუ ივერიაში" 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრული ნომინაციების მიხედვით გამოვლინდებიან საუკეთესოები:
1. 2019 წლის წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (გოგონა)
2. 2019 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (ვაჟი)
3. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში
4. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში
5. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი
6. ქალთა სპორტში დასაქმებული 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი
7. 2019 წლის რეგიონალური ორგანიზაცია
8. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი
9. 2019 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი
10. 2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია
11. ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი
12. ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერები
13. 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს - 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს.
ნომინაციაში 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი წარდგენილნი არიან: ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები - ლაშა ტალახაძე , გენო პეტრიაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.
დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე დასახელდება 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი.
ღონისძიებას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.