ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი კვენტინ ტარანტინო ამბობს, რომ მისი შემდეგი ფილმი შესაძლოა "მოკალი ბილი 3" იყოს. იტყობინება გამოცემა NME.
ტარანტინოს განმარტებით, უმა თურმანთან ბოლოდროინდელმა ლანჩმა აიძულა, უფრო სერიოზულად იფიქროს საკულტო ფილმის მესამე ნაწილის გადაღებაზე.
მისივე თქმით, გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, უახლოესი 3 წელი "მოკალი ბილის" მესამე ნაწილის გადაღებისთვის ვერ მოიცლის.
"მოკალი ბილის" პირველი ნაწილი2003 წელს გამოვიდა, ხოლო მეორე 2004 წელს. მთავარი როლი ორივე ფილმში უმა თურმანმა შეასრულა.