ხვალიდან ლანა ღოღობერიძის "ოქროს ძაფი" საქართველოს კინოთეატრებში გამოვა.
ფილმში მონაწილეობენ გურანდა გაბუნია, ზურაბ ყიფშიძე, ნანა ჯორჯაძე. სცენარის ავტორი თავად რეჟისორი ლანა ღოღობერიძეა.
მუსიკა ფილმისთვის ლეგენდარულმა ქართველმა კომპოზიტორმა და გია ყანჩელმა შექმნა.
ფილმის მთავარი გმირი 80 წლის მწერალი ელენეა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ოთხ კედელშია გამოკეტილი. მისი ცხოვრება შორეული ნათესავის მირანდას გამოჩენით იცვლება.
ლანა ღოღობერიძის ფილმის "ოქროს ძაფის" პრემიერა 4 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანში", თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.