კორეაში, ერთ-ერთ რანჩოში ცხოვრობს ცხენი, რომელიც მისი გაჭენების ყველა მცდელობისას მომენტალურად ძირს ვარდება და თავს იმკვდარუნებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მექსიკის ქალაქ დურანგოდან ჩამოსული მხედარი, რომელიც ცდილობს რანჩოზე, ბედნიერად მცხოვრები ცხენის დამორჩილებას. მისი ყველა მცდელობა კი კრახით სრულდება. დურანგოელმა მხედარმა ჯინგანგი მაინც ვერ დაიმორჩილა.
ძირს დავარდნით, ენის გადმოგდებით, თვალების დახუჭვითა და თავის მომკვდაუნებით ცხენი ჭენებას აპროტესტებს.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნავს:
„ის ზარმაცი კი არა ჭკვიანია. რატომ უნდა ატაროს ამდენი ტვირთი, როდესაც შეუძლია რომ თავიდან აიცილოს?!“