მუსიკოსებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი ალგორითმი, ბეთჰოვენის დაუმთავრებელ სიმფონიას (მე-10) დაასრულებს.
"ალგორითმი არაპგნოზირებადია და ყოველდღე გვაოცებს. ის ჰგავს პატარა ბავშვს, რომელმაც ახლახან აღმოაჩინა ბეთჰოვენის სამყარო", - თქვა პროგრამის ერთ-ერთმა დეველოპერმა.
პროექტის იდეა და დაფინანსება უზრუნველყო გერმანიის სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Deutsche Telekom-მა, რომელიც დასრულებული სიმფონიის წარდგენას 2020 წლისთვის, კომპოზიტორის დაბადებიდან 250-ე წელს გეგმავს.
დასრულებულ სიმფონიას 2020 წლის აპრილში შეასრულებს ბონის ორკესტრი. დეველოპერებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.
როგორც ცნობილია, ბეთჰოვენი თავის მე-10 სიმფონიაზე 1820-1825 წლებში მუშაობდა.
მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ინგლისელმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ბარი კუპერმა სცადა სიმფონიის რეკონსტრუქცია, რათა არსებული მუსიკალური მასალა შესრულებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ბარი კუპერის რეკონსტუირებული სიმფონია პირველად 1988 წელს ლონდონში შესრულდა.