შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბევრ მსახიობსა და რეჟისორს, რომელთა მიერ შექმნილ როლებსა და კინოსურათებს მილიონობით მაყურებელი ეთაყვანება, კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო "ოსკარი" არასდროს მიუღიათ.
ოსკარის გარეშე დარჩენილ ლეგენდარულ მსახიობებსა და რეჟისორებს შორის 5 ვარსკლავი გამოვარჩიეთ.
მარჩელო მასტროიანი
იტალიელმა მსახიობმა სახელი ლეგენდარული რეჟისორის ფედერიკო ფელინის ფილმით "ტკბილი ცხოვრება" გაითქვა.
შემდეგ იყო ფილმები - "ღამე", "განქორწინება იტალიურად", "რვანახევარი", "ქორწინება იტალიურად", "უცხო", რომელმაც მსახიობი დიდების ზენიტში აიყვანა.
მასტროიანმა კანის ფესტივალზე ორჯერ მიიღო ოქროს პალმის რტო "საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში". მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ოსკარის 3 ნომინაცია.
რიჩარდ ბარტონი
მიუხედავად ოსკარის 7 ნომინაციისა, ბრიტანელ ვარსკვლავს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არასდროს მიუღია. თუმცა მისი პოპულარობის პიკში ბარტონი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლებოდა.
განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა "კლეოპატრასა" და "ვის ეშინია ვირჯინია ვულფის"-ში შესრულებულმა როლებმა.
მარლენ დიტრიხი
კლასიკური ჰოლივუდური კინოს ერთ-ერთი უდიდეს მსახიობი სიცოცხლეშივე გახდა კინოლეგენდა. წარუშლელია მის მიერ შექმნილი კინოროლები ფილმებში "ცისფერი ანგელოზი", "მაროკო", "შანხაის ექსპრესი".
"მაროკოში" შესრულებულმა როლმა მოუტანა დიტრიხს თავისი პირველ და უკანასკნელი ოსკარის ნომინაცია.
თავის დროზე, დიტრიხი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.
ალფრედ ჰიჩკოკი
კინემატოგრაფიაში გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლის მიუხედავად, ბრიტანელ რეჟისორს პრესტიჟული ამერიკული ჯილდო არასდროს მიუღია. მისი ფილმები მხოლოდ ხუთჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, რომელთაგან ოთხი ნომინაცია "ფსიქომ" მიიღო.
რიდლი სკოტი
"გლადიატორის", "უცხოს", "ტელმა და ლუიზას", "სამართებელზე მორბენალისა" და სხვა მრავალი ეპიკური ფილმების რეჟისორმა მხოლოდ სამჯერ მიიღო ოსკარის "საუკეთესო რეჟისორის" ნომინაცია, თუმცა სამივეჯერ პრესტიჟული ჯილდო სხვა რეჟისორმა წაიღო სახლში.
მიუხედავად იმედგაცრუებებისა რიდლი სკოტი აგრძელებს მუშაობას.