გავლენიანმა ამერიკულამ გამოცემამ Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგის სათავეში ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი შემოქმედებით, წელს 185 მლნ დოლარის გამომუშავება მოახერხა.
მეორე ადგილზე რეპერი კანიე ვესტი გავიდა, რომლის შემოსავალმა 150 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მესამე ადგილი დაიკავა ბრიტანელმა პოპ მომღერალმა, გრემის ჯილდოს გამარჯვებულმა ედ შირანმა 110 მილიონი აშშ დოლარით.
მეოთხე ადგილზე გავიდა როკ ჯგუფი Eagles 100 მილიონი დოლარით.
მეხუთე ადგილზეა მომღერალი ელტონ ჯონი 84 მილიონი აშშ დოლარით.
მეექვსე ადგილი კი შემსრულებლებმა ჯეი ზიმ და ბიონსემ მიიღეს 81 მილიონი აშშ დოლარით.
Forbes-ის რეიტინი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.