ფრანგი ფერმწერის პოლ გოგენის ნახატი "Te Bourao II" პარიზში გამართულ აუქციონზე 9.5 მლნ ევროდ გაიყიდა. იტყობინება France24-ი.
აღნიშნული ნახატი გოგენმა 1897 წელს კუნძულ ტაიტიზე ცხოვრების დროს შექმნა.
აუქციონის წარმომადგენლების განცხადებით, ნახატის მყიდველი ცნობილი კოლექციონერია, რომელიც ირწმუნება, რომ გოგენის შედევრი საფრანგეთში დარჩება.
როგორც აუქციონის სახლი აცხადებს, საფრანგეთში გოგენის ბოლო ნამუშევარი 22 წლის წინ გაიყიდა.