შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2021 წელს "დიდი შვიდეულის" სამიტისთვის კემპ დევიდის მამული შეარჩია, რომელიც მერილენდის შტატში მდებარეობს.
"ეს იქნება კემპ დევიდი. კარგი ადგილია. ვუზრუნველყოფთ, რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს პრესისთვისაც", განაცხადა ტრამპმა ლონდონში ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.
მანამდე დონალდ ტრამპს სურდა, დიდი შვიდეულის სამიტი ფლორიდას შტატში, მაიამის სანაპიროზე მდებარე ტრამპის კურორტზე გამართულიყო.
მოგვიანებით, რამდენიმე კონგრესმენმა წარადგინა ინიციატივა, სხვადასხვა სამიტის ტრამპის კუთვნილ კურორტებზე გამართვის მიუღებლობის შესახებ. ამის საპასუხოდ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უკუაგდო იდეა დიდი შვიდეულის სამიტის მაიამიში ჩატარებაზე.
დიდი შვიდეულის G7 სამიტი კემპ დევიდში 2021 წლის 10-12 ივნისს ჩატარდება.
წლევანდელი სამიტი საფრანგეთის ორგანიზატორობით საკურორტო ქალაქ ბიარიცში ჩატარდა.