შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ დიდი შვიდეულის შემდეგი სამიტი აშშ-ში, ფლორიდას შტატში, მაიამის სანაპიროზე მდებარე ტრამპის კურორტზე ჩატარდეს.
ამის შესახებ ტრამპმა დღეს, ბიარიცში ანგელა მერკელთან პირისპირ შეხვედრამდე განუცხადა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, სამიტის მომავალი ადგილსამყოფელი ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის თუმცა, „სხვა უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს".