საფრანგეთში, ქალაქ ბიარიცში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს.
G7-ის 45-ე სამიტი დღეს, 24 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტომდე გაგრძელდება.
სამიტზე განხილული იქნება აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული "სავაჭრო ომი", ირანის ბირთვულ შეთანხმება და ჰონგ-კონგში არსებული ვითარება.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით, სამიტის ფარგლებში ლიდერები განიხილავენ ასევე ამაზონის ტყის ხანძრის საკითხს.
დიდი შვიდეულის სამიტს ესწრებიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი და აშშ-ი. სამიტის თავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის ინიციატივთ სამიტზე მოწვეულები არიან ავსტრალიის, ინდოეთის, რუანდის, ესაპანეთისა და ჩილეს ლიდერები დაესწრებიან.
სამიტს ასევე ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.
სამიტის დასრულების დროს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები ერთობლივ კომუნიკეს არ გამოაქვეყნებენ.
2014 წლის მარტში, უკრაინის ანექსიის გამო, რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობიდან გააძევეს, მას შემდეგ სამიტი დიდი შვიდეულის ფარგლებში იკრიბება.