ოპოზიცია და აქტივისტები მსვლელობით "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მიდიან. პარალელურად ადგილზე იკრიბებიან მმართველი გუნდის მხარდამჭერებიც, გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ოპოზიციური პარტიის წევრებმა და პარტიის აქტივისტებმა მსვლელობა სვეტიცხოვლიდან დაიწყეს და მერიასთან დაამთავრებენ, სადაც ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე იმყოფება.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამბობენ, როომ მცხეთის მერიასთან საქმის გამო იმყოფებიან.
"ველოდები, მოვიდეს ბოკერია. ეგენი არ იყვნენ ცხრა წელი, რა გაკეთეს?! დიმიტრი ხუნდაძე თბილისშია, აქ არ არის. რატომ მოდიან, რა უნდათ რიგითი თანამშრომლებისგან," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
აღსანიშნავია, რომ მცხეთაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იმყოფებიან.
„ხელისუფლება კლიტუშკებით აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც, საბოლოო ჯამში, იმ კლიტუშკების მსხვერპლი აღმოჩნდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილს დიდი ვარდისფერი სათვალე უკეთია", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს რომ სამოქალაქო დაპირისპირების ილუზიის შექმნას.