28-30 ნოემბრის ჩათვლით თურქეთში "Bosphorus Istanvul cup -2019" თასზე ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობდა ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე. იუწყება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.
სენიორების კატეგორიაში, ქალთა სეგმენტში სულ მონაწილეობდა 12 ქვეყნის 19 მოციგურავე.
მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე სატურნირო ცხრილში ლიდერობდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში კი 156, 91 ქულით ალინა ურუშაძე მეორე ადგილისა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.