ბათუმის ცნობილი შენობები, პიროვნებები და მათი ისტორიები იყო დღევანდელი ტრენინგის თემა, რომელსაც ათეულობით დამწყები და მოქმედი გიდი დაესწრო.
ტრენინგის მონაწილეებმა ცნობილი თუ უცნობი ისტორიები ქალაქის პრაქტიკული ტურისას იმ შენობებთან მოისმინეს, სადაც XIX-XX საუკუნის ბათუმის კულტურულ-ისტორიული წარსული იქმნებოდა.
პრაქტიკული სემინარი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების ფარგლებში ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გარდა აღნიშნული თემისა, 8 დეკემბრამდე ტრენინგები ბათუმური ეზოების, აივნების, კარების, ქართული მითოლოგიის, ქორეოგრაფიისა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის შენობაში გაიმართება.
სატრენინგო პროგრამა, ისევე როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები უფასოა.
პროგრამა
ტრენინგის თემა
|
თარიღი
|
საქართველოს ეკონომიკა
|
30 ნოემბერი, 17:00-20:00
1 დეკემბერი, 17:00-20:00
|
ქართული მითოლოგია
|
6 დეკემბერი, 18:30-21:30
|
ქართული ქორეოგრაფია
|
7 დეკემბერი, 18:00-21:00
8 დეკემბერი, 18:00-21:00
|
ბათუმური ეზოები, აივნები და კარები
|
8 დეკემბერი, 14:00-18:00
|
პარალელურად მიმდინარეობს ინგლისური ენის კურსების ახალი ეტაპი მაჭახელას, გოდერძისა და სახალვაშოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მაჭახელაში ენის კურსის პირველი, კურორტ გოდერძიზე მესამე, ხოლო სახალვაშოში მეორე ეტაპი.
დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3000-მდე პირს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარი, რაც 2020 წელშიც აქტიურად გაგრძელდება.