წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები, მათ შორის "დისნეი", "ნეტფლიქსი", "პარამაუნტ პიქჩერზი", "სონი პიქჩერზი", "უნივერსალ სითი სტუდიოს" და "ვორნერ ბროს" შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებულ ინტერნეტ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო. ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქ.პატენტისა და ინტერეტ მეკობრების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ვებ-გვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროვებენ სხვადასხვა სახის კონტენს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, 29 ნოემბერს, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" ასოციაციამ ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ პრესკონფერენცია გამართა.