მომღერალმა და მოცეკვავემ ნიკოლ შრეზინგერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მან ამერიკული პოპჯგუფის The Pussycat Dolls-ის გაერთიანება დაანონსა.
"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჩვენ დავბრუნდით! ტურნე დაიწყება ბრიტანეთში, 2020 წლის აპრილში!", - წერს შრეზინგერი.
მომღერლის ინსტაგრამპოსტიდან ირკვეა, რომ ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნება, მელოდი ტორნტონი, რომელმაც თავად თქვა უარი გერთიანებაზე.
მუსიკალური ჯგუფი დაახლოებით 10 წლის წინ დაიშალა.