მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო, WADA საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის სპორტული ნაკრებების 4 წლით მოხსნას ითხოვს. შესაბამისი რეკომენდაცია სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გამოსცა.
WADA-ს რეკომენდაციების შესაბამისად, რუსეთს აეკრძალება საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობა, მსხვილი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა და განაცხადის შევსება მასპინძლობაზე. რეკომანდაციის შესაბასამიდა, საერთაშორისო შეჯიბრებებზე აღარ აღიმართება რუსეთის დროშა.
ამას გარდა, შეჯიბრებებზე დაიშვებიან მხოლოდ "სუფთა" სპორტსმენები, თუმცა ისინი რუსეთის სახელით ვერ იასპარეზებენ.
9 დეკემბერს გაირკვევა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამის შემდეგ, მისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, რუსეთს მიეცემა ვადა გადაწყვეტილების გასაჩივრებისა.
დოპინგის სკანდალის გამო, რუსეთის ნაკრებს აეკრძალა მონაწილეობა სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე.