მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საოპერო სცენაზე, ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრში, 150-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, გაიმართება ქალი კომპოზიტორის მიერ დაწერილი ოპერის წარმოდგენა. ამის შესახებ იუწყება The Guardian-ი.
ოლგა ნიუვორთი არის სწორედ ის ქალი კომპოზიტორი, ვის მიერ შექმნილი ოპერა „ორლანდო“ იქნება წარმოდგენილი ვენის საოპერო თეატრში.
ოპერა „ორლანდო“ შთაგონებულია ვირჯინია ვულფის ამავე სახელწოდების ნოველით.
„ძალიან მინდა შევაჯანჯღარო ეს ულამაზესი და უძველესი ადგილი“, - ამბობს კომპოზიტორი.
აღსანიშნავია, რომ საოპერო დადგმაზე ძირითადად ქალები მუშაობენ. ასევე, მთავარ როლებს ქალები შეასრულებენ.