ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მსოფლიო პირველობაზე სენიორ მოჭადრაკეთა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
ნონა გაფრინდაშვილმა ასპარეზობაზე 8.5 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ქართველმა მოჭადრეაკემ დღეს მეშვიდედ (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019) მოიპოვა სენიორთა შრის ჩემპიონის ტიტული