მეხიკოში, კოიოკანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, განთავსდა გამოფენა საქართველოს შესახებ. ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გამოფენა გაიხსნა საქართველოს ელჩის ზურაბ ერისთვის კონფერენციით, რომელიც მიეძღვნა ქართულ კულტურას, ენას, დამწერლობასა და ლიტერატურას, ასევე - კავკასიის ეთნო-ლინგვისტურ თავისებურებებს, საქართველოს ისტორიისა და დღევანდელობის მნიშნველოვან ასპექტებს.
კონფერენციის დასასრულს, ზურაბ ერისთავმა სტუმრების შეკითხვებს უპასუხა, გააცნო ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალი.
საპატიო სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საელჩოს, მომხსენებლებს, მასპინძლებს და დიდი ინტერესით დაათვალიერეს გამოფენა.