დღეს, 21 ნოემბერს, ქართული ჯგუფი "მგზავრები" მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე არის განთავსებული.
მუსიკალური საღამო საკონცერტო დარბაზ 1930 MOSCOW-ში გაიმართება.
დღევანდელი კონცერტის შემდეგ, "მგზავრები" განაგრძობენ ტურნეს რუსეთში და კონცერტებს ნიჟნი ნოვგოროდში, ომსკში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში, კრასნოიარსკში, ირკუტსკში, ნოვგოროდსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გამართავენ.