დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სებ-ის პრეზიდენტს მიმართავს. ლევან კობერიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მოსალოდნელი იყო, რომ "ქართულ ოცნებას" განტევების ვაცად კობა გვენეტაძე გამოეყვანა.
"მოკლედ ახლა ეკონომიკას ვერაფერს შველიან და ოცნება და მისი ხელისუფლება ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს შეახოცავს ხელს ამ ლარის კურსზე და ადრე მე რომ პრეტენზიებს ვუცხადებდი ესენი გადაფარებულები იყვნენ და ახლა ჩემი დასაცავი გახდება ვატყობ.
კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდომენ მეთქი და არ დამიჯერე და აჰა ..
პს. კოლეგებო ძაან უხერხული საყურებელია თქვენგან ეს “გუნდური” შეტევა ეროვნულ ბანკზე", წერს კობერიძე.