„ლელო“, დიდი მადლობა ჩვენი შვილების დაკიდებისთვის!, - ასე ეხმიანება აქციაზე დაკავებული მსახიობის, ანრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე „ლელო- ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
მისი თქმით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე გული სწყდება.
„ლელო“, დიდი მადლობა ჩვენი შვილების დაკიდებისთვის! გულწრფელად მწყდება გული! მაინც არ მეგონა!“,- წერს გუნცაძე.