საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, George Guren-ი მუსიკალურ კლიპს აქვეყნებს.
Guren-ის ახალი მუსიკალური ვიდეორგოლი,- "I'm defenseless", JDI Production-თან თანამშომლობის ფარგლებში დამზადდა. სიმღერის ავტორი კი ცნობილი კომპოზიტორი ნიკოს ანტონიადია.
როგორც საბერძნეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ვიდეორგოლმა გამოსვლის დღიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. სულ მალე, მომღერალი კიდევ ორ ახალ ბერძნულენოვან სიმღერას გამოუშვებს.
George Guren-ი ქართველ და ბერძენ მსენელს საინტერესო სიახლეებს უახლოეს მომავალშიც ჰპირდება.