ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის ნახატი "თექვსმეტი სექტემბერი" Christie’s-ს აუქციონზე 19.6 მლნ დოლარად გაიყიდა. იუწყება Artnews.com-ი.
აუქციონის წარმომადგენლების თქმით, ფერწერული ტილო ანონიმურმა მყიდველმა ტელეფონით შეიძინა.
რენე მაგრიტმა ნახატი "თექვსმეტი სექტემბერი" 1957 წელს შექმნა. ის არის მხატვრის ზომით ყველაზე დიდი ფერწერული ტილო 162X130-ზე.
თავდაპირველად, ნახატი Sotheby’s აუქციონზე 2005 წელს გამოიტანეს, საწყისი ფასით 6 მლნ დოლარი, თუმცა მაშინ მყიდველი არ გამოუჩნდა.
აუქციონზე იმპრესიონიზმისა და მოდერნიზმის სეგმენტში სულ 52 ნივთი გაიყიდა ჯამში 191.9 მლნ დოლარი. მათ შორის ყველაზე მაღალი ფასი რენე მაგრიტის ნამუშევარში გადაიხადეს.