საქართველოს კინოთეატრებში, მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებები განახლდეს.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან. ვფიქრობთ იმაზე, როგორი ფორმით შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მაყურებლის მოთხოვა ისე, რომ მათი უსაფრთხოებაც იყოს გარანტირებული", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა. უშუალოდ ფილმის მაყურებლებს ჩვენებაზე საფრთხე არ დამუქრებია.