სტარასბურგში, ევროსაბჭოში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის გახსნაზე აფხაზეთის კაპელამ და ჯგუფმა The Georgian Six ქართული სიმღერა "ლალე" და ინგლისურენოვანი What a wonderful World შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მუსიკალური ნომრების არანჟირება ზვიად ბოლქვაძემ განახორციელა.
6-8 ნოემბერს ევროპის საბჭოში გაიმართება დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმი. წელს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავია, ამასთან, პირველად ევროსაბჭოს ისტორიაში საქართველო მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა.