როცა პროკურატურა უარს აცხადებს აბსურდული არგუმენტით და გვესმის, რომ შეინანია და აღარ დავკითხავთო, ეს აძლიერებს ეჭვებს, რომ ეს სიმართლეა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელ;ეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, პროკურატურამ აბსურდულზე აბსურდულ პასუხი გასცა საზოგადოებას.
„პროკურატურა გამოდის და, ანეკდოტიც არ ჰქვია ამას, აბსურდულზე აბსურდულ პასუხს სცემს საზოგადოებას - რომ მეორე დღეს რაღაც ნაწილები გადათქვა, ამიტომ არ დავკითხავთო. დაკითხვა იმით განსხვავდება ტელევიზიით ლაპარაკისგან, რომ ტყუილს თუ იტყვი, ცრუ დასმენას ახორციელებ ან ცრუ ჩვენებას აძლევ. სამოქალაქო საზოგადოება იმით განსხვავდება ირანისგან, მაგალითად, რომ აქ რა მოინანია, რა შეინანია, რა გადათქვა, არის სხვა საკითხი და როცა ბრალდებები არის კორუფციაზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, კონსტიტუციური პრინციპის შესაძლო დარღვევაზე, უნდა დაკითხო ეს ადამიანი და გაარკვიო, გაძლევს ის ჩვენებას ამ დანაშაულებზე თუ არ გაძლევს. მარტივი საკითხია. როცა პროკურატურა უარს აცხადებს აბსურდული არგუმენტით და გვესმის, რომ შეინანია და აღარ დავკითხავთო, ეს აძლიერებს ეჭვებს, რომ ეს სიმართლეა", - თქვა ბოკერიამ.