აშშ-ში ყველაზე პოპულარულ მსახიობად ჯენიფერ ენისტონი დაასახელეს. ამის შესახებ იტყობინება გამოცება Hollywood Reporter-ი ანალიტიკურ კომპანია MVPindex-ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
ჯენიფერ ენისტონის შემდეგ, ყველაზე პოპულარულ მსახიობად დასახელდა დუეინ ჯონსონი, მას მოსდევს ლილი რეინჰართი.
ყველაზე პოპულარულ მსახიობთა ხუთეულში ასევე შევიდნენ კამილა მენდესი და გაბრიელ იუნიონი
დუეინ ჯონსონი
ლილი რეინჰართი
კამილა მენდესი
გაბრიელა უნიონი
MVPindex-მა 22 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე შეისწავლა სოციალური ქსელების - Facebook, Instagram, Twitter და Youtube - მომხმარებლების ქცევა და შესაბამისი დასკვნები გააკეთა.
ოქტომბერში ჯენიფერ ენისტონმა Instagram-ზე რეკორდი დაამყარა. სოციალურ ქსელში რეგისტრაციიდან 5 საათსა ად 15 წუთში მისი მიმდევარი მილიონზე მეტი ადამიანი გახდა.
ამ დროისთვის, ჯენიფერ ენისტონს Instagram-ზე 18 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.