თუშეთის ეროვნული პარკი მსოფლიო მონუმენტთა ფონდის საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში მოხვდა.
მსოფლიო მონუმენტთა ფონდმა შეადგინა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 25 უნიკალური ძეგლის ნუსხა, რომელიც "ჩვენს დაცვას და გაფრთხილებას საჭიროებენ".
ნუსხა ყოველწლიურად ახლდება.
"ზოგჯერ, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებასა და მნიშვნელობას, როდესაც ისინი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. მხოლოდ მაშინ ვხვდებით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვთ მათ მოქალაქეების, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის", - ამბობს ფონდის დირექტორი.
მსოფლიო მონუმენტთა ფონდი ყოველწლიურად ადგენს ნუსხას იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ.
ფონდი ასევე გამოყოფს სახსრებს ამა თუ იმ ძეგლის რებილიტაციისათვის.
საფრთხის ქვეშ მყოფთა ნუსხაში ფონდმა შეიტანა ასევე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მონუმენტთა ფონდის ვებგვერდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი ძეგლისთვის ფინანსური ტრანზაქცია განახორციელოს.
სრული სია იხილეთ ლინკზე.