იტალიელი მხატვრის ჩიმაბუეს/Cimabue შედევრი, რომელიც ცოტა ხნის საფრანგეთში მცხოვრებმა ქალმა საკუთარ სამზარეულოში აღმოაჩინა, პარიზში გამართულ აუქციონზე 24 მლნ ევროდ გაიყიდა.
Acteon აუცქიონის სახლის წარმომადგენელმა არ გაამხილეს მყიდველის ვინაობა, თუმცა განაცხადეს, რომ ის ერთ-ერთმა უცხოურმა მუზეუმმა შეისყიდა.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკარგულად მიჩნეული, ნახატი პარიზის მახლობლად მცხოვრებმა ხანდაზმულმა ქალმა საკუთარ სამზარეულოში აღმოაჩინა.
ნახატი ქალს წლების განმავლობაში სამზარულოს კედელზე ჰქონდა დაკიდებული. მოგვიანებით მან გადაწყვიტა ნამუშევარი სპეციალისტებისთვის ეჩვენებინა და ასეც მოიქცა კიდეც.
ექსპერტების შეფასებით, ნახატი რენესანსის ხანაში მცხოვრებ ფლორენციელ მხატვარს Chimabue-ს (ჩიმაბუე) ეკუთვნის. ნახატი მხატვრის მიერ შესრულებული სერიიდან ერთ-ერთია და მე-13 საუკუნით თარიღდება.
ჩიმაბუეს შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბიზანტიურმა კულტურამ. მისი ნახატები შესრულებულია ხის პანელებზე, ოქროსფერი საღებავის ფონზე.
ჩიმაბუეს ორი სხვა ნამშევარი ამავე სერიიდან ინახება ლონდონისა და ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმებში.