„აპოლოს მისიის ტყუპისცალი და მთვარის ქალღმერთი, არტემისის სამთვარეო მისია გაათმაგებული ძალებით მუშაობს კაცობრიობის დედამიწის თანამგზავრზე დასაბრუნებლად“,- ასე ეხმიანება NASA-ს ადმინისტრაცია „არტემისის“ პროგრამის მიმდინარეობას.
55 წლის შემდეგ, 2024 წელს ნასა მთვარეზე დაბრუნდება, ამჯერად გენდერული ბალანსით. „არტემისის“ მისიის ფარგლებში დედამიწის თანამგზავრზე ქალი და მამაკაცი ერთდროულად გაივლის.
„როგორც ჩირაღდნის ჩამომტანი ქალღმერთი, სიტყვასიტყვით და ხატოვნად, არტემისი გაანათებს ჩვენს გზას მარსისკენ“,- განაცხადა ნასას დირექტორმა.
მთვარისა და ნადირობის ბერძნული ღვთაება „არტემისი“ სამთვარეო მისიის მთავარ პოსტერზე მოხვდა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მისი თვისებები პლანეტის ყველა ქალმა შეიძლება საკუთარ თავში აღმოაჩინოს, სწორედ ამიტომ ის ამ პროექტის ოფიციალური ლოგოა.
"არტემისის" მისიის ყველა ფოტო ორიგინალ ხარისხში იხილეთ აქ.