NASA 2024 წლის „არტემისი" მისიისთვის ემზადება. დღეს, სააგენტოში წარადგინეს ასტრონავტების ახალი აღჭურვილობა, რომლითაც 5 წელში ამერიკელი ასტრონავტები და მათ შორის პირველი ქალი ასტრონავტი მთვარეზე 55 წლის შემდეგ დაბრუნდებიან.
ახალი აღჭურვილობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფორმის პროტოტიპია. როგორც ნასას აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ბრაიდსტაინი აღნიშნავს, ახალ სამოსში, მთვარეზე გადაადგილებისას ასტრონავტები თავს მეტად კომფორტულად იგრძნობენ.
ახალი თაობის სამთვარეო ფორმა, ფორმალურად ცნობილი როგორც xEMU, ზომის უნიფიკაციას ახდენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასტრონავტებისთვის ინდივიდუალური ზომის კოსტიუმების შექმნა საჭირო აღარაა.
ახალი ფორმა 100%-ნი ჟანგბადის სისტემით აღიჭურვა, რომელსაც სრული დატვირთვის პირობებში სიცოცხლის ჯანსაღი უზრუნველყოფა 8 საათი შეეძლება.