თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ანკარის პროკურატურაში ფრანგული გამოცემა Le Point-ის მთავარი რედაქტორისა და ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. იტყობინება თურქული სააგენტო Anadolu.
საქმე ეხება გამოცმეა Le Point-ის გარეკანზე გამოსახულ ერდოღანის ფოტოსა და წარწერას "L’eradicateur", რაც ნიშნავს "გამანადგურებელს".
გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ქურთების ეთნიკური წმენდა განახორციელა.