2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა წარადგინა ოლიმპიური თამაშების ემბლემა, რომელიც აერთიანებს მედლის, ოლიმპიური ცეცხლისა და ქალის გამოსახულებას.
ქალი, საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალური სიმბოლო მარიანაა.
"მედალი, ცეცხლი, მარიანა. ეს არის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ემბლემა“, - ნათქვამია საორგანიზაციო კომიტეტის "ტვიტერზე".
ორგანიზატორების თქმით, ემბლემა ერთდროულად აერთიანებს სპორტის, ოლიმპიადისა და საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლოებს.
სოციალური ქსელის მომხმარებლების მხირდან ემბლემას არაერთგვაროვანი რაქციები მოჰყვა. ზოგიერთი მომხმარებლები თვლის, რომ ახალი ემბლემა გაცნობის საიტს ან სილამაზის სალონს უფრო შეეფერება.