გრემის მფლობელი ამერიკელი საოპერო მომღერალი, სოპრანო ჯესი ნორმანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2015 წლის შემდეგ ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა. მომღერალი ნიუ-იორკის ჰოსპიტალში სეპტიკური შოკით შეიყვანეს. საბოლოოდ, ორგანოთა ფუნქციის მრავლობითი დაქვეითებით, ნორმანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯესი ნორმანი წარმოშობით ქალაქ აუგუსტადან, ჯორჯიის შტატიდან იყო. დაიბადა 1945 წლის 15 სექტემბერს. მომღერალთა ოჯახში დაბადებული პატარა ნორმანი 4 წლიდან ეკლესიაში მღეროდა. ნორმანი ერთ-ერთი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც საოპერო სცენაზე თვალუწვდენელ წარმატებას მიაღწია.
განათლება გასული საუკუნის 70-იან წლებში მიიღო. საოპერო დებიუტი ევროპაში, ბერლინში შედგა, ხოლო სამშობლოში, „მეტროპოლიტენ ოპერაში“, ნიუ-იორკში - 1983 წელს.
მომღერალმა 2006 წელს გრემის Lifetime Achievement Award მოიპოვა, ხოლო 2009 წელს ბარაკ ობამამ ხელოვნების ეროვნული მედლით დააჯილდოვა.