საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავარ არხზე, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ირწმუნება, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში აპირებს დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში თავს ძალიან კარგად გრძნობს.
"უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, არაფერი საიდუმლო არაა, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ სამშობლოს ვკარგავ... მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მე, ქართველ ხალხთან ერთად - მოდით, გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ საქართველოს პატრიოტი, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, რომელსაც გული შესტკივა იმაზე, რომ ქვეყანა განადგურდა", - თქვა სააკაშვილმა.
წამყვანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, ხომ არ იყო ეს მორიგი დაპირება, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის ყოველთვის ასრულებს თავის პირობას.