აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით. წერს ჟურნალი People.
შეგახსნებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პალატის სპიკერმა დემოკრატმა ნენსი პელოსმა განაცხადა.
მისი აზრით, ტრამპის საქმიანობა ცხადყოფს, რომ მან „გაყიდა პრეზიდენტის თანამდებობა, ეროვნული უსაფრთხოება და ჩვენი არჩევნების მთლიანობა".
"მომხრე ვარ იმპიჩმენტის დაწყების. ამ გადაწყვეტილებამდე სწრაფად და იოლად არ მივსულვარ, მაგრამ ეს საგანგებო შემთხვევაა", - განაცხადა კლინტონმა.
"მაგრამ ტრამპის ბოლო ქმედებები უკრაინის გარშემო, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის შეთქმულებაში ჩათრევის მცდელობები, რათა ზიანი მიეყენებინა აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ან დაეკარგა სამხედრო პარტნიორი, რომელიც მას სჭირდება, რათა თავი დაეცვა ტრამპის მეგობარ ვლადიმირ პუტინისგან და რუსეთის შემდგომი აგრესიისგან - თუ ეს იმპიჩმენტისთვის მიზეზი არ არის, მაშინ არ ვიცი (სხვა რა შეიძლება იყოს)", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის ლიდერმა ზელენკისთან საუბრისას, განიხილა რაღაც საიდუმლო ინფორმაცია და ცდილობდა უკრაინის ხელისუფლების იძულებას დაეწყო აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება. ტრამპი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ისტორია ფაბრიკაციაა, რათა დაიცვან ბაიდენი, რომლის შვილიც უკრაინაში კორუფციაშია გარეული.
გაზეთი Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპი ამ საუბრისას ზელენკიზე ახდენდა ზეწოლას, რათა მას ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.
ჯო ბაიდენის შვილი - ჰანტერი Burisma Group-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, რომელიც უკრაინაში გაზის კერძო, მსხვილი კომპანიაა.