კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ 18 წლის წინ გადაღებული ფოტოსთვის ბოდიში მოიხადა. ფოტოზე ის აღბეჭდილია თეთრი ჩალმით, სახეზე კი ყავისფერი გრიმი უსვია. ფოტო ჯასტინმა კერძო სკოლის წვეულებაზე გადაიღო. ფოტოსურათი ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა.
ფოტო გადაღებულია 2001 წელს, ვანკუვერის ელიტურ აკადემია ვესტ-პოინტ-გრეიში, სადაც ის პედაგოგად მუშაობდა.
ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ ტრიუდომ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ყავისფერი გრიმი და ალადინის კოსტიუმი გალა-საღამოსთვის დასჭირდა, რომელიც "არაბული ღამეების" თემას ეძღვნებოდა.
მან აღიარა, რომ ფოტოსურათი რასისტული იყო. პრემიერი ამის გამო ძალიან სწუხს და ამბობს, რომ იმ დროს ამაზე კარგად უნდა დაფიქრებულიყო.
